Friday, October 16, 2009

პროექტის სახელი
ნარკომანია სახიფათო რეალობა!

პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით
თანამედროვე სკოლის მიზანია ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ყოველმხრივ განვითარებას. ამიტომ,სკოლა ვერასდროს ვერ აუვლის გვერდს ნარკომანიის პროფილაქტიკისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის სტრატეგიებს.ამრიგად, პროექტის მიზანი ნარკომანიის პროფილაქტიკაა.

პროექტის სრული აღწერა
პროექტი სამი ნაწილისაგან შედგება.პირველი ნაწილი მოიცავს თეორიულ მასალას, რომლითაც მოზარდებს მიეწოდებათ შემდეგი სახის ინფორმაცია:
1.მონაცემები თავის ტვინის მოქმედების შესახებ;
2.ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოქმედების ზოგიერთი პრინციპები და კლასიფიკაცია.
3.ფსიქოაქტიური ნივთიერებების ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების შესახებ;
4.წამალთდამოკიდებულებისა და ქცევითი დამოკიდებულების შედეგების შესახებ;
5.ნარკოტიკულ ნივთიერებათა ძირითადი ჯგუფები:
-სტიმულანტები;
დეპრესანტები;
ჰალუცინოგენები;
მათი ზემოქმედება ადამიანის სხეულზე, გონებასა და ქცევაზე.

პროექტის მეორე ნაწილი დაეთმობა პრაქტიკულ საკითხებს:
ჯგუფის მიერ შემუშავებული კითხვარით ჩატარდება ჩვენი სკოლის IX,X,XI,XII კლასების მოსწავლეთა გამოკითხვა(ანონიმურობა დაცული იქნება) და მიღებული შედეგები შეჯამდება.
სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის რეკომენდაციების გაცნობას და გავრცელებას არამხოლოდ ჩვენი სკოლის, არამედ ახლომდებარე სკოლების მოსწავლეთა შორისაც.
გამოვიყენებთ კასეტაზე ჩაწერილ ნარკომანთა აღსარებას და საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის გზების ჩვენებას რუკაზე.

პროექტის მესამე ნაწილი დაეთმობა ნარკოტიკებსა და კანონს შორის დამოკიდებულებას.

ნარკოტიკების მოხმარებისა თუ გასაღებისას ადამიანმა უსათუოდ გარკვეულ შედეგებზე უნდა იფიქროს. მართალია კანომდებლობა ნარკოტიკების შესახებ გასული საუკუნიდან არსებობს, მაგრამ საეჭვოა,რომ IX-XII კლასის მოსწავლეებმა ზუსტად იცოდნენ რა სასჯელია განსაზღვრული ნარკოტიკებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, ამიტომ პროექტში ამ საკითხის განხილვაც სასურველია. ახალგაზრდამ უნდა იცოდეს მის მიერ გადადგმული ნაბიჯის ფასი.

მონაწილეთა ასაკი:
14-17წელი

ვადები/ხანგძლივობა:
2თვე(ნოემბერი-დეკემბერი 2009წელი)

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
1.კითხვარის შედგენა.
2.გამოკითხვის ჩატარება და შედეგების შეჯამება:
3.საგაზეთო პუბლიკაციების მომზადება და გაზეთის გაფორმება:
4.ფოტომასალის მოგროვება:

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
კედლის გაზეთი, საგაზეთო პუბლიკაციები, ფოტო-მასალა, პრეზენტაცია.

სარგებელი სხვებისთვის:
ნარკომანია მძიმე ცოდვაა, ამ ცოდვის ჭაობიდან ერთი ავადმყოფის ამოყვანა მისი სულის გადარჩენისათვის ზრუნვაა: სხვის სულზე ფიქრი კი საკუთარი სულის უკვდავებაა.

სამუშაო ენა:
ქართული

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
165-ე , 23-ე საჯარო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებები (ქიმია, გეოგრაფია, ისტორია და სამართალმცოდნეობა) ინფორმაციის მოძიება და გააზრება,საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დაცვა.

პროექტის ფასილიტატორი:
მანანა გოცაძე

ფასილიტატორის ელ-ფოსტა:
manana gocadze@fosta.ge

პროექტის ფორუმი:

.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
http://mananagocadze.blogspot.com/
.